skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატობას მხარს დაუჭერენ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების მიერ მომზადებული განცხადების პროექტში, რომელიც რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ ლიდერები წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს მიმართავენ, რათა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

განცხადების პროექტში, რომელიც იოზვიაკის თქმით, შესაძლოა, ოფიციალურ გამოქვეყნებამდე შეიცვალოს, პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები აღნიშნავენ, რომ „გეოპოლიტიკური ფილების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამგვარი ქმედებით, ჩვენ საკუთარი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი ვიქნებით“.

განცხადების პროექტში ხაზგასმულია, რომ „უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ ასევე მოლდაველები და ქართველები, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ ისწრაფვიან, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია“.

„სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოთ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად და დამსახურების საფუძველზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი მაისში წარადგინა და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ახლა ევროკომისიის მოსაზრებას ელის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button