skip to content
ახალი ამბები

ალექსანდრე ელისაშვილი უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდება

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველმა დეპუტატმა პარტია მოქალაქეებიდან, ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ Facebook-ზე დაწერა, რომ თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად სამშობლოში ბრუნდება. ეს უკანასკნელი უკრაინას საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში სტუმრობდა.

„როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად იმ წამს დავბრუნდები – მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით!“, – დაწერა ელისაშვილმა.

„სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“,- დასძინა მანვე.

ალექსანდრე ელისაშვილმა 13 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ იგი უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.

დეპუტატისვე ცნობით, მისი ლეგიონი უკრაინის დედაქალაქის, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინის რუსი სამხედროებისგან განმათავისუფლებელ ბრძოლებშიც მონაწილეობდა.

უკრაინულმა მედიამ ელისაშვილზე და ლატვიელ დეპუტატზე, როგორც უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელ პოლიტიკოსებზე სიუჟეტიც მოამზადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button