ახალი ამბები

აფხაზეთში ელექტროენერგიის ფასები იზრდება 

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასური თითქმის გაორმაგდება. ფასები, რომლებიც დიფერენცირებულია 10 კატეგორიის მომხმარებლების მიხედვით, 2026 წლის ჩათვლით ყოველწლიურად გაიზრდება.

ფასების გაორმაგებით, აფხაზეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების შემცირებას გეგმავს, რის გამოც, ბოლო წლებში, ხშირად ჰქონდა ადგილი ელექტროენერგიის გათიშვას და მიწოდების გრაფიკის შემოღებას.

აფხაზეთის ენერგოსისტემა მთლიანად ენგურჰესიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ენგურჰესის ელექტროენერგიას დანარჩენი საქართველოც მოიხმარს.

თბილისსა და სოხუმს შორის 1997 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რეგიონი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარს. თუმცა, ბოლო წლებში, აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ შეთანხმებულ კვოტებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ენგურჰესის მიერ წარმოებულმა იაფმა ელექტროენერგიამ უბიძგა რეგიონს, რომ უფრო მეტი მოეხმარა – სულ ცოტა, კრიპტოვალუტის წარმოების გამო, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. 2020 წელს, აფხაზეთში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება 3.3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

ცხრილში მოცემულია 1 კვ/სთ-ის ელექტროენერგიის ფასები რუსულ რუბლში სხვადასხვა კატეგორიისთვის:

კატეგორიები 2022 2023 2024 2025 2026
ფიზიკური პირები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ ელექტროენერგიას მრიცხველების გარეშე 0.9 1.3 1.8 2.2 2.7
ფიზიკური პირები, რომლებიც სოციალური ნორმების ფარგლებში მოიხმარენ ელექტროენერგიას 0.7 1.0 1.4 1.7 2.0
არაკომერციული ორგანიზაციები ჯანდაცვისა და განათლების სფეროში 0.8 1.3 1.7 2.2 2.7
ელექტროფიცირებული სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, სოხუმის აეროპორტი 0.7 1.2 1.7 2.2 2.7
საცხოვრებელი-კომუნალური მეურნეობის საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც გარე განათებასა და წყალმომარაგებაზე მოიხმარენ ელექტროენერგიას 0.7 1.2 1.7 2.2 2.7
იურიდიული პირები და ინდმეწარმეები 1.4 2.0 2.6 3.2 3.8
სახელმწიფო ორგანიები და საბიუჯეტო დაწესებულებები, მათ შორის „თავდაცვის სამინისტროს“ და FSB-ს ობიექტები 1.5 2.1 2.6 3.2 3.8
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტრუქტურები და საბიუჯეტო ორგანიზაციები 1.2 1.9 2.5 3.1 3.8
ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის ობიექტები 0.4 0.7 1.0 1.3 1.6
მომხმარებლების, რომლებიც არ არიან აფხაზეთის მუდმივი რეზიდენტები 1.8 2.5 3.1 3.8 4.4
კრიპტოვალურის წარმოადგებაში ჩართული მომხმარებლები (თუ დაშვებულია) 3.6 3.8 4.0 4.2 4.7

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button