ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში 6-8 აპრილის ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის დასრულებამდე იგი იაპონელ და კანადელ კოლეგებს – იოშიმაშა ჰაიაშის და მელანი ჯოლის შეხვდა.

საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს ცნობით, იაპონელ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების მზარდ პოტენციალსა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო უწყებისვე ცნობით, ასევე 7 აპრილს, მელანი ჯოლისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერებაზე იმსჯელეს. ილია დარჩიაშვილმა კანადელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ, მინისტრმა ჯოლიმ განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა „უკრაინის წინააღმდეგ რუსული რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე მისი ზეგავლენა“ განიხილეს.

„კანადა განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმებისადმი ძალისხმევის მხარდაჭერას“, – დაწერა მინისტრმა ჯოლიმ Twitter-ზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button