ახალი ამბები

აჭარის პოლიციის დეპარტამენტსა და ბათუმის საქალაქო სამმართველოს ახალი უფროსები ჰყავთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტსა და ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გრიგოლ ბესელია დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ავთანდილ გალდავა შეცვალა, რომელიც ამ პოსტზე 2021 წლის თებერვლიდან მსახურობდა.

აჭარაში გადანაცვლებამდე, ბესელია შს სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2013 წელს მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაც ეკავა.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოსტი ჩაიბარა ირაკლი დგებუაძემ. მან ამ თანამდებობაზე ხვიჩა ქადაგიძე შეცვალა, რომელიც პოსტზე გასული წლიდან მუშაობდა.

ირაკლი დგებუაძეს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის II სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

უცნობია სად განაგრძობენ საქმიანობას ავთანდილ გალდავა და ხვიჩა ქადაგიძე. შსს-ში ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, გალდავამ თბილისში გრიგოლ ბესელიას თანამდებობა დაიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button