skip to content
ახალი ამბები

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი დღეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მინისტრის აპარატის განცხადებით, შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ „მძიმე სოციალურ, ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე“ იმსჯელეს, „განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით“.

ამასთან, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებულის საქართველოს მოქალაქეების „უმოკლეს ვადაში“ გათავისუფლებისთვის „ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე“ გაამახვილეს ყურადღება.

„ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე, რათა მიღწეულ იქნას არსებითი პროგრესი ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა ახვლედიანმა ასევე აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსაც შეხვდა. იგი თბილისს 14 თებერვალს ესტუმრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button