Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გასული წლის ნოემბერში გათავისუფლებული გენადი ბესტაევი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ბესტაევის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველი ცნობა ანტისაოკუპაციო მოძრაობა – „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

გენადი ბესტაევი, რომელმაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ინსულტი მიიღო, 16 ნოემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ცხინვალის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტზე“ დაყრდნობით წერდა, რომ ბესტაევი რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის ნოემბერში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ხელჩუასთან „საზღვრის უკანონოდ კვეთისა“ და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. 2021 წლის მარტში მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button