skip to content
ახალი ამბები

აშშ სააკაშვილისთვის სათანადო მოპყრობას და სასამართლოზე დასწრებას ითხოვს 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 18 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „სამართლიანად და ღირსეულად“ მოეპყრან, ასევე გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. მან ასევე მკაცრად მოუწოდა ხელისუფლებას, უფლება მისცენ სააკაშვილს დაესწროს მიმდინარე სასამართლო სხდომებს, „საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

ნედ პრაისი მიესალმა საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას სამედიცინო ექსპერტების ჯგუფის შექმნის თვალსაზრისით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო მომსახურების შესასწავლად. ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბერს დაასკვნა, რომ ექსპრეზიდენტს დაუყონებლივ ესაჭიროება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილს „აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს“. სააკაშვილს თავისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობაზე უარი უკვე სამჯერ უთხრეს.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ“, – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს დროებით გონება დაკარგა და გლდანის პენიტენციურ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაპატიმრების დღიდან იგი უკვე 50 დღეა შიმშილობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button