ახალი ამბები

სახალხო სამცველის თქმით, ხელისუფლება სხვა პატიმრებს უკეთ ეპყრობა, ვიდრე სააკაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლების მტკიცება, რომ „მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც სხვა პატიმრებს, არ არის სიმართლე“, რადგანაც რუსთავის მე-12 ციხის სხვა პატიმრებს, ექს-პრეზიდენტისაგან განსხვავებით, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობის საშუალება ეძლევათ.

„[რუსთავის] მე-12 დაწესებულებიდან გლდანის [ციხის] მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთი პატიმარი, ანუ როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც სხვა პატიმრებს, არ არის სიმართლე“, განუცხადა სახალხო დამცველმა ტელეკომპანია პირველს 12 ნოემბერს.

ლომჯარიას თქმით, „პირიქით, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში, ამიტომ ესეც არის, რა თქმა უნდა, ნიშანდობლივი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button