Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობები ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გადაყვანის შესახებ დაახლოებით 18 საათზე გამოჩნდა, თუმცა თითქმის ერთი საათის განმავლობაში, უცნობი იყო, რომელ ჰოსპიტალში მიჰყავდათ სააკაშვილი.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ განცხადება 18 საათსა და 57 წუთზე გაავრცელა.

სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მანამდე დღისით განაცხადა, რომ ექიმების კონსილიუმმა სააკაშვილის მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, თავად სააკაშვილი, მისი ექიმი ყიფშიძე, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები და სახალხო დამცველი, სხვადასხვა რისკისა და საფრთხის გათვალისწინებით, ციხის ჰოსპიტალში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში მოათავსებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button