skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს

ოპოზიციის ლიდერებმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, მერის მოადგილეობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა პარტიებიდან – დროა და ლელო – ელენე ხოშტარიამ და მამუკა ხაზარაძემ, ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 30 ოქტომბერს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.

ქვემოთ ოპოზიციონერი ლიდერების მიერ საარჩევნო უბნების გარეთ გაკეთებული განცხადებებია მოცემული:

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მე ხმა მივეცი ძალიან მნიშვნელოვან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციურ მმართველობას. მივეცი ხმა იმას, რომ არც ერთი თბილისელი ბავშვი არ შიმშილობდეს სკოლაში, და უფასო კვება იყოს უზრუნველყოფილი სკოლებში. მე მივეცი ხმა იმას, რომ ყველა თბილისელ პენსიონერს ჰქონდეს 100 ლარიანი საპენსიო დანამატი. მე მივეცი ხმა იმას, რომ საუკეთესო თბილისელი სტუდენტი დაფინანსდეს თბილისის მერიის მიერ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში… ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი“.

ელენე ხოშტარია – დროა: „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, არჩევნები, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, არა ვინმეს დასანახად, არამედ საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, სამართლიანობისთვის, ადამიანის ღირსებისთვის და განსახვავებული ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ამ ყველაფერს პასუხობს და ამის გარანტია ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო: „დღეს მე ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას ამ ქვეყანაში, ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვაზე და ძალიან სწრაფ რეფორმებზე თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის: „როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და საერთოდ გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, რომ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button