Placeholder canvas
ახალი ამბები

ქალთა სასარგებლოდ კვოტირების არაკონსტიტუციურობა სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაუშვებლად ცნო სარჩელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციულ პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ.

მოსარჩელე, პარტია ევროპული საქართველო, აცხადებდა, რომ დაწესებული კვოტები „გაუმართლებლად ზღუდავდა პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას“, ვინაიდან გამორიცხავდა შიდაპარტიული დემოკრატიის საფუძველზე პარტიული სიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და წინასწარ განსაზღვრავდა საარჩევნო სუბიექტთა პარტიული სიების სქესობრივ კონფიგურაციას.

სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომლითაც ძალაში დარჩა პარლამენტის პროპორციულ პარტიულ სიებში ქალების 25%-იანი კვოტები, სასამართლოს ცხრაწევრიანმა პლენუმმა დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარ რეგულირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის არსებული განმასხვავებელი ფაქტორები „არ ქმნის სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საფუძველს“.

ამას გარდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ წესი, რომელიც საკრებულოს ქალი წევრის ჩანაცვლებას მხოლოდ სხვა ქალი წევრით ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამართლებულია, ვინაიდან ის „სავალდებულო კვოტირების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას“ უზრუნვეოლყოფს.

ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ რეგულირება, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, „არსებითად იმავე ფორმით უშლის ხელს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ზემოხსენებული ნორმა“.

ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმებს აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და „ისინი ძალადაკარგულად გამოაცხადა საქმის არსებითი განხილვის გარეშე“.

პლენუმის ოთხმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ, ევა გოცირიძემ, ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა – განსხვავებული აზრები წარმოადგინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button