ახალი ამბები

გირჩი-მეტი თავისუფლების პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის გირჩი-მეტი თავისუფლების მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:

  • თენგიზ კირთაძე – ასევე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ცოტნე კობერიძე – თბილისის მერის მოადგილის შეთანხმებული კანდიდატი;
  • ანა ჩიქოვანი;
  • ბადრი გრიგალაშვილი – ასევე ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  • ბორისი ყურუა – ასევე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ნინო საჯაია;
  • ნიკა მოსიაშვილი – ასევე დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  • ლევან ნიშნიანიძე;
  • მარიამ ჩალათაშვილი;
  • როინ მწყერაშვილი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ნაციონალურ მოძრაობასთან, ევროპულ საქართველოსა და დროასთან მიღწეული შეთანხმებით გირჩი-მეტი თავისუფლება თბილისის მერის თანამდებობაზე მხარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას უჭერს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი – დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. პარტიები თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზეც შეთანხმდნენ.

ეს პირველი არჩევნებია გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის, მას შემდეგ, რაც გასულ წელს გირჩის წევრებს შორის განხეთქილების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ პარტია დატოვა და გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის შექმნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button