skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო მასალებთან დაკავშირებით „პროვოკაციაში“ ენმ-ს ადანაშაულებს

სასულიერო პირებზე სავარაუდო თვალთვალის ამსახველი საიდუმლო მასალების შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა სახელმწიფოს, მართლმადიდებელი ეკლესიის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ განხორციელებული „მორიგი ბინძური პროვოკაციის“ გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „მჩაგვრელი, ბოროტი ძალის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაციაა და დასძინა, რომ „მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელი შემთხვევა არის თავდასხმა „მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ“.

13 სექტემბერს გავრცელებულ საიდუმლო მასალებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიერ იყო მომზადებული, სასულიერო პირების სავარაუდო ბიზნეს საქმიანობებზე, ინტიმური კავშირებზე, სექსუალურ ორიენტაციასა და წარსულ საქმიანობაზე, მათ შორის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულებაზეა საუბარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button