ახალი ამბები
ლეიბორისტებმა თბილისის საკრებულოს პროპორციული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
ლეიბორისტებმა 8 სექტემბერს 2 ოქტომბრის არჩევნებში თბილისის საკრებულოსთვის პარტიის 11 წევრიანი პროპორციული სია წარადგინეს. ამათგან, 10 პარალელურად თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება.
ლეიბორისტების სია ასე გამოიყურება:
- ლაშა ჩხარტიშვილი – პარტიის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
- ტარიელ კალანდარიშვილი – იბრძოლებს გლდანის მაჟორიტარობისთვისაც
- მარიამ გოჩელაშვილი – ვიცე მერობის კანდიდატი, იბრძოლებს სამგორისთვისაც
- მამუკა ჯუღელი – ვიცე მერობის კანდიდატი, იბრძლებს კრწანისის მაჟორიტარობისთვისაც
- დავით გილაძე – კენჭს იყრის ასევე ნაძალადევის მაჟორიტარად
- თელკე ალანია – ისნის მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს
- გიორგი დვალიშვილი – მთაწმინდის მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს
- ია სირანაშვილი – კენჭს იყრის საბურთალოს მაჟორიტარადაც
- მარიამ გურგენიძე – იბრძოლებს ჩუღურეთის მაჟორიტარადაც
- ვლადიმერ მარტიაშვილი – დიდუბის მაჟორიტარადაც იბრძოლებს
- ქეთევან გაზდელიანი – კენჭს იყრის ვაკის მაჟორიტარადაც.
19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ მიღებული საარჩევნო ცვლილებების წყალობით, თბილისის 50 კაციანი საკრებულო პროპორციულად არჩეული 40 დეპუტატითა და მაჟორიტარული წესით არჩეული 10 წევრით შეივსება. მანამდე დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო 25/25 თანაფარდობით კომპლექტდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)