skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს ბრიფინგზე თქვა, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს „იმ მასშტაბითრომელზედაც ქართული მხარეა მზად“.  

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე საუბრისას, ბიკანტოვმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“.   

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა მხარდამჭერ განცხადებას „რეალობას აცდენილი თეზისები“ უწოდა. მისი თქმით, დროა,  თბილისის უცხოელმა „კურატორებმა“ უარი თქვან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოში „რეინტეგრაციის“ უპერსპექტივო პოლიტიკაზე და სანაცვლოდ, მოუწოდონ თბილისს, თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აწარმოონ სოხუმთან და ცხინვალთან.  

აღნიშნა რა, რომ მოსკოვის თანამშრომლობა სოხუმთან და ცხინვალთან „სტაბილურობის მომტანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში“, ბიკანტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე „ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის“ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებების ხელმოწერაა.  

ბიკანტოვის თქმით, ამგვარი დოკუმენტის მიღების აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება ოფიციალური თბილისის მიერ აღებული დაჩქარებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსის, ასევე მოსკოვის „შესაკავებლად“ აშშ-ის და ნატოს გეგმებში მონაწილეობის ფონზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button