Placeholder canvas
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ტელეარხების უმეტესობას საზოგადოების „დაზომბება“ სურს  

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტელეარხებისა და პოლიტიკოსების უმეტესობას სურს, „მთელი საზოგადოება დააზომბირონ ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“.

ღარიბაშვილმა ეს სიტყვები გუშინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე საუბრისას წარმოთქვა, გამოთქვა რა წუხილი იმაზე, თუ „რას ხედავს აფხაზი, ან ოსი ახალგაზრდა, როდესაც გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს“.  

„ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ და უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შურს, ბოროტებას და შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ ახალგაზრდები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ხედავენ, რომ „ჩვენ, შიგნით, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები“.  

„ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება“, – დაასკვნა პრემიერ-მინისტრმა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button