ახალი ამბები

„ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორობისთვის სამი ევროპარლამენტარი შეირჩა 

ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ჯგუფმა ესტონელი და სლოვაკი ევროპარლამენტარები – მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი, საქართველოში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ფასილიტატორობისთვის შეარჩია.

ჯგუფმა 23 ივნისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად, კალიურანდი და ლექსმანი „საქართველოს პარლამენტში დიალოგის გამართვას და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას დაეხმარებიან“ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების გზით, როგორც ამას ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 24 ივნისს განაცხადა, რომ იგი ამაყია, რომ დიალოგის ფასილიტატორად შეარჩიეს და მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის წევრთან.

ამ დროისთვის, 19 აპრილის შეთანხმებას ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მოაწერა ხელი. მართალია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა, თუმცა დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.

„ჟან მონეს დიალოგი“ საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის მიზნით ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია და მას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button