ახალი ამბები

საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები  0.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (15.0-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (13.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (12.4-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7.1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.0%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (3.0%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (2.1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.3%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button