ახალი ამბები

საქსტატი: 2020 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატის ცნობით, შემცირების უმთავრესი გამომწვევი მიზეზი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

იმავე მიზეზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102.8 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა 2020 წლის მე-4 კვარტალში.

2020 წელს, ყველაზე მეტი ინვესტიცია – 307.8 აშშ დოლარი ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, მას 172.1 მლნ აშშ დოლარით ნიდერლანდები, 108.1 მლნ აშშ დოლარით კი – თურქეთი მოჰყვებიან.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შემდეგი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან – აშშ 93.3 მლნ აშშ დოლარით, მალტა – 27.6 მლნ აშშ დოლარით, ლუქსენბურგი – 26.5 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 25.5 მლნ აშშ დოლარით, გერმანია – 23.7 მლნ აშშ დოლარით, დანია – 22.0 მლნ აშშ დოლარით, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ კი – 19.5 მლნ აშშ დოლარი შეაფგინა. 209 მლნ აშშ დოლარით შემცირდა პანამიდან მიღებული ინვესტიციების მოცულობა.

პირდაპირი უცხური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 400.3 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდიან – სამთომოპოვებითი მრეწველობა – 101.5 მლნ აშშ დოლარი, უძრავი ქონება – 71.8 მლნ აშშ დოლარი, დამამუშავებელი მრეწველობა – 68.1 მლნ აშშ დოლარი, მშენებლობა – 62.2 მლნ აშშ დოლარი, კავშირგაბმულობა 48.0 მლნ აშშ დოლარი, ტრანსპორტი – 12.5 აშშ დოლარი, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 10.2 მლნ აშშ დოლარი, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 8.9 მლნ აშშ დოლარი, ენერგეტიკა – 5.8 აშშ მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი სექტორები – 48.9 მლნ აშშ დოლარი. 221.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button