Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეში კანონიერ მოტივს პოლიტიკური წონის

საქართველოს სახალხო დამცველმა 5 მარტს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ (amicus curiae) მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეში „პოლიტიკური ან სხვა მოტივი“ კანონიერ მოტივს წონის.

ომბუდსმენის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის „უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ“.

ამასთან, მტკიცებულებებით ბრადებულების ქმედებაში ვერც „კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების ან სხვა ელემენტი“ გამოიკვეთა, რომელიც მათ საექსპერტო საქმიანობაში „ბოროტ განზრახვას“ დაადასტურებდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდებაში „არსებული ხარვეზები“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

„საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა“, – ნათქვამია გაცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები „მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ“.

ომბუდსმენის თქმით, „საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან“. ამით სახალხო დამცველმა პროკურატურის მიერ გამოყენებული 1:200 000 რუკის მოპოვებაში იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის და მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევაზე მიუთითა.

ომბუდსმენის განმარტებით, 1936-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა, რომლის გამოუყენებლობასაც ბრალდება მელაშვილსა და ილიჩოვას ედავება, არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა დღემდე არ ჩატარებულა.

პროკურატურის პასუხი

დღესვე, ომბუდსმენის ოფისს პროკურატურიდან უპასუხეს და განმარტეს, რომ განსახილველი საკითხების სათანადოდ შეფასებაში სასამართლოს დახმარების ნაცვლად, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება „სრულიად დაუსაბუთებელი“, „მიკერძოებული“ და „სუბიექტურია“.

პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველი მოსაზრებაში არაფერს ამბობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მკიცებულებებზე, რაც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, იმაზე მიუთითებს, რომ ომბუდსემი საქმის მასალებს სრულად არ იცნობს. საპირისპიროს ამბობს სახალხო დამცველის განცხადება.

წინაისტორია

პროკურატურამ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარალმენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში „მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით“ და მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საზღვრის „13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3 500 ჰექტარს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაშინ ბრალდების მხარემ თქვა, რომ გამოძიება უკვე მათთვის დავალების გამცემი პირების გამოვლენაზე მუშაობს.

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button