![](https://civil.ge/wp-content/uploads/2021/02/Blinken.jpg)
ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლავროვს საქართველოსადმი რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მინისტრ ლავროვთან, „სხვათა საკითხთა შორის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში [რუსეთის] სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds-ის ინციდენტზე“ ისაუბრა.
ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, ამ უკანასკნელში საქართველოზე საუბრის შესახებ ცნობა არ გვხვდება.