skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8 დეკემბრის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ 30 წლის ეთნიკურად ქართველ ირაკლი ბებუას, რომელიც სექტემბერის ბოლოს, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვის გამო დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სუს-ის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფირმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ამასთან, „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან“.

„ირაკლი ბებუას, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, – აცხადებენ სუს-ში.

ირაკლი ბებუამ ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი 30 სექტემბერს პროტესტის ნიშნად დაწვა. ამ დღეს ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მის ამ ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმაც კი – მისი სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button