skip to content
ახალი ამბები

უცხოელი ლიდერები გახარიასა და თალაკვაძეს თანამდებობებზე ხელახლა არჩევას ულოცავენ

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის 30 დეკემბრის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა და უკრინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პოსტზე ხელახალი არჩევა ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა ვოლფგანგ სობოტკამ და ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ იარივ ლევინმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც მიულოცეს.

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა, სადაც პარლამენტის სპიკერად კვლავ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პარლამენტმა ნდობა 24 დეკემბერს გამოუცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button