Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს-მ 1 კგ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 ნოემბრის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა ჰეროინის შემცველი 1 კგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა და 1 კგ ნარკოტიკული საშუალება, ასევე 8 390 ლარი და 400 აშშ დოლარი მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახედ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button