skip to content
ახალი ამბები

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება

რვა წლის განმავლობაში ქართული ოცნების უცვლელი მინისტრი თეა წულუკიანი კანონმდებლობის შესაბამისად 1 ოქტომბრიდან თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება. წულუკიანს მინისტრის პოსტზე მისივე მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

თეა წულუკიანმა 29 სექტემბერს თბილისში, იუსტიციის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე მინისტრის პოსტზე თავისი რვაწლიანი საქმიანობა შეაჯამა, უწყების მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მათ დაემშვიდობა.

წულუკიანმა სიტყვის დასასრულს რვაწლიანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პერსონალური მადლობა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.

„[ივანიშვილი] გვაძლევდა და მე მაძლევდა შესაძლებლობას, რომ მეკეთებინა ეს საქმე რვა წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნის განვითრებისთვის აგურის დადების ვალდებულების შესრულება ჰქვია“, – თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერია, მმართველ გუნდს „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შეუერთდა. 2012 წელს იგი ჯერ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში პარლამენტში მოხვდა, საიდანაც მალევე იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. საპარლამენტო უმრავლესობიდან თავისუფალი დემოკრატების გასვლის შემდეგ, იგი ოცნების რიგებში დარჩა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button