Placeholder canvas
ახალი ამბები

ენმ-ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 23 სექტემბერს 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

როგორც ცნობილია, თბილისის ორ საარჩვნო ოლქში – გლდანსა და სამგორში – ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყრიან კენჭს. პარტიამ დღესვე განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. რაც შეეხება თბილისის დანარჩენ 5 საარჩევნო ოლქს, ნაციონალური მოძრაობა აქ ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასეთია:

  • გიორგი ბოტკოველი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებ;
  • დავით კაციტაძე – რუსთავის მუნიციპალიტეტი, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის – ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთულები;
  • აზერ სულეიმანოვი – მარნეული და გარდაბანი (ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთულების გარდა) მუნიციპალიტეტი;
  • კახა ოქრიაშვვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • ბადრი ბასიშვილი – კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრასა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნციპალიტეტი;
  • ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიცოპალიტეტები, გორის მუნიციპალტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრასა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების ჩათვლით, თავად მუნიციპალიტეტის გარდა;
  • ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • მელი კრაისიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
  • გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • გიორგი კაპანაძე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
  • კახა გეწაძე – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • ნანუკა ჟორჟოლიანი – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • მალხაზ ჯალაღონია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • მურთაზ ზოდელავა – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • როლანდ ფიფია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
  • მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • ლევან ვარშალომიძე – ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ბონდო თევდორაძე – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიას ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მიშა ხელაძე – ხელვაჩაურის (ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

დღესვე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო ბლოკმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. ბლოკის სახელით უზენაესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:

  • გია აბულაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო;
  • ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთი;
  • გიორგი კირთაძე – ბათუმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button