ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ივნისში    

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ13 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით შემცირდა და 5.1 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.6%–ით შემცირდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.5%-ით შემცირდა და 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 20 ივლისს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button