ახალი ამბები

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

Tags

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 12 მაისს საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოს „ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკომისია მზად არის მეტად შეუწყოს ხელი საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს.

მიესალმა რა ზურაბიშვილის სურვილს, რომ ბრიუსელს ესტუმროს, როგორც კი ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემს, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარი ვიზიტი შესაფერისი გარემოება იქნება „ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს შორის ახალი ნაბიჯების განსახილველად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ასევე ამ პარტნიორობის მომავლის გათვალისწინებით“.

„უფრო მეტიც, შეხვედრა საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ ევროკავშირის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა გადაიჭრას კორონავირუსის კრიზისის გავლენა ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროზე“, – ნათქვამია წერილში.

კოვიდ-19-ზე ევროკავშირის გლობალური რეაგირების და „ევროპის გუნდის“ მიდგომის შესასეხ საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი ფინანსური დახმარება უკვე ხორციელდება საქართველოში, რომლითაც ქვეყანა 183 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის გრანტით სარგებლობას შეძლებს.

„თქვენი ქვეყნის მიერ მყისიერი და გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად, საქართველოს, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხზე ექნება წვდომა“, – თქვა მანვე.

„ევროკომისიის და პირადად ჩემი სახელით, მსურს თქვენ და ქართველ ხალხს სიმტკიცე და გამძლეობა გისურვოთ ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button