Placeholder canvas
ახალი ამბები

ზურაბიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ სიტუაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავს და მათ მოუწოდებს, რომ ყველა შესაძლო საშუალებით რეაგირება მოახდინონ ცხინვალის რეგიონში „ჰუმანიტარული პრინციპების დარღვევაზე“.

ზურაბიშვილი ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გადაწყვეტილებას გულისხმობს, რომლის საფუძველზეც, უწყებამ ჩატარებული შემოწმების შედეგად, აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტები ამოიღო. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას, თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი, რაც „პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია“. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, განსაკუთრებით კი – პენსიონერები. „სიტუაცია ადგილზე მუდმივად უარესდება. გარდა მავთულხლართების აღმართვისა, გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას აუარესებს“, – ამბობს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, გამშვები პუნქტების დახურვის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, პენსიების აღებისა და საჭირო მედიკამენტების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. „ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ აფერხებს ჯანდაცვის, სიცოცხლის და გადაადგილების უფლებას“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ მიერ 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარებული შემოწმების შედეგად უწყებამ, აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტები ამოიღო.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ“ რეგიონში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ასეთი მედიკამენტები („კრესტორი“, „ჰგემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“, „ვოლტარენი“ და „ფლუკოლდ N“) ორ აფთიაქში აღმოაჩინეს და ისინი გაყიდვიდან ამოიღეს.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button