ახალი ამბები

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Tags

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სხვა საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 2004 წელს მომხდარი ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს და ასევე იმ დროს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ბრალი 19 ნოემბერს წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 9 იანვარს ჩაინიშნა.

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მეოთხე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა მას 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button
%d bloggers like this: