ახალი ამბები

ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა

Tags

საპარლამენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილ წევრს ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა 12 ნოემბერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე ოფიციალურად შეუწყვიტა. საკითხს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს ოქტომბერის დასაწყისში მიმართა. მაშინ ზარდიაშვილმა განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ წარმოებული „სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის“ გამო მიიღო.

მის ამ განცხადებას დაახლოებით ორი კვირით ადრე, წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, მასსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ბესელიამ, ზარდიაშვილს მისი მისამართით გაკეთებული რეპლიკის პასუხად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი 2016 წელს გახდა. 2013-2016 წლებში ის გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო, 2012-2013 წლებში კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – სასამართლოს სისტემის ადმინისტრირებისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

დეპუტატობის პერიოდში, ზარდიაშვილს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის ლობირებასა და მფარველობაში ადანაშაულებდა. თუმცა, იგი მისი მხრიდან სასამართლო სისტემაზე რაიმე ტიპის გავლენას მუდმივად უარყოფდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button