Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში მშპ 4.9%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით გაიზარდა.

ივნისში მშპ-ს ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5% შეადგინა. გასულ თვეში ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8% იყო. მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button