ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-ივნისში

„საქსტატის“ მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა და 5.97 მლრდაშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით გაიზარდა და 1.78 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4.9%-ით შემცირდა და 4.19 მლრდ აშშ დოლარსგაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.42 მლრდ აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 4.6%-ით, 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი16.1%-ით გაიზარდა და 426.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 10.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.5%-ით შემცირდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 27.1%-ით გაიზარდა და 916.2 მლნ აშშდოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.6%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, 843 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა, შესაბამისად, 677.8 მლნ, 508.9 მლნ, 483.6 მლნ და 304.6 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 274.7 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 268.5 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 237.7 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 209.9 მლნ აშშ დოლარით და რუმინეთი – 203.9 მილიონი აშშდოლარით.

261.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი და უკრაინა, შესაბამისად, 211.3 მლნ, 149.1 მლნ, 147.7 მლნ და 129.4 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, შესაბამისად, 722.1 მლნ, 430.7 მლნ, 416.5 მლნ, 297.6 მლნ და 210.7მლნ აშშ დოლარით.

2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 306.6 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 260.5 მლნ აშშ დოლარი,ფეროშენადნობები – 179.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 105.6 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 97.2 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 65.5 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 53.9 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანისასმელები – 51.2 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 33.9 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 32.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 589 მლნ აშშ დოლარი.

  • 2019 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 341.2 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 308.8 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 266.8მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 178.7 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 83.3 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 43.9 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 42.7 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 38.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენისაქონელი – 2.7 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button