skip to content
ახალი ამბები

შსს-მ 20-21 ივნისს „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის“ კიდევ ოთხი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის“ კიდევ ოთხი პირი დააკავა.

გუშინ საღამოს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანხმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“.

შსს-მ განცხადებასთან ერთად, დაახლოებით ორწუთნახევრიანი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელშიც დაკავებულების მხრიდან სამართალდამცველების მიმართ მათი ქმედებებია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 15 ივლისის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება.

[box type=”info” align=”” class=”” width=””] საქართველოს პროკურატურამ, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართული ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაიწყო.

25 ივნისს, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ბრალდება საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას წაუყენა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სახით დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ, 2 ივლისს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

4 ივლისს, ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი პირი დააკავა

იმავე დღეს საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას ამბოხების კვალიფიკაცია დაამატა და განმარტა, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“. 

20-21 ივნისის მოვლენებთა დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მიერ  ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზეც აწარმოებს. 15 ივლისს, უფლებამოსილების გადამეტების ბრლადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯერ აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს, შემდეგ კი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს შეუჩერა

20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ. [/box]

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button