skip to content
ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ცილისწამების შესახებ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებზე სიცხადეს ითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს, მეტ სიცხადეს ითხოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც ცილისწამებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო.

13 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კოალიციამ აღნიშნა, რომ „მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს“ და რომ „ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

„ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს სოციალურ მედიაში ცილისწამების მზარდ შემთხვევებს (ზურაბიშვილის ადრინდელი კომენტარები ამავე საკითხზე, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება იხილეთ აქ).

თემაზე კომენტარი 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში ცილისწამების და შეურაცხყოფის პრობლემა „სახეზეა და ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა“. „ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს კანონმდებლობით, 2004 წლიდან ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ არის და საკითხი სამოქალაქო სამართლით რეგულირდება. მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი სრულად მოსარჩელეს ეკისრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button