skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

უბნების ნახევარი დათვლილია: ზურაბიშვილი 38.82%, ვაშაძე 37.68%

ექვსწლიანი ვადის მქონე პირდაპირი გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტის გამოსავლენად, დაახლოებით 3 705 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1 872 (50.53%) უბნის დათვლის შედეგად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.82 %, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37.68 % მიიღო.

კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება, თუ ის არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ პირველ ტურში ხმების 50 %-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი დააგროვებს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის 1 დეკემბერია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უბნების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დავით ბაქრაძემ, რომელიც დათვლილი ხმების 10.97%-ით მიხედვით მესამე ადგილზეა, გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button