civil.ge
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს თავის ახალ რანგში სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დღეს ის თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ბახტაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და სომხეთის ახალ მთავრობებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები …