skip to content
ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულებაშიპატარაძე ელჩის უფლებამოსილების შესრულებას 29 აგვისტოდან შეუდგება.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა და პოსტი 2018 წლის 4 ივლისს დატოვა. თანამდებობიდან წასვლისას, პატარაძემ განმარტა, რომ ის ქართული ოცნების გუნდის წევრად რჩებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button