skip to content
ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის  საქმეზე ძებნილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ძებლი მსჯავრდებული – რუსლან შავაძე დააკავეს.

ამის შესახებ დღეს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, რუსლან შავაძემ ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში, საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა შეძლო, სადაც „მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში“.

სუს-ის ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ახმედ ჩატაევთან და იბრაგიმ ადაშევთან ერთად, კირნათი-მარადიდის მონაკვეთის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და იმ სახლში დაბინავდა, სადაც გასული წლის ნოემბერში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერირისტული ოპერაცია ჩატარდა. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მან სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ ბინიდან ამოღებული სხვადასხვა მასალების მიხდევით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას საქართველოსა და თურქეთში გეგმავდნენ. „მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა“, – აღნიშნულია სამსახურის ერთ-ერთ განცხადებაში .

საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 27 ივლისს რუსლან შავაძე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს „ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე“ კიდევ ერთი პირი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გასული წლის 21-22 ნომბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ორი ტერორისტის იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაცია მოხდა, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, შოაიფ ბორზიევი კი დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button