ახალი ამბები

პუტინი: ნატოს გაფართოება საქართველოსკენ რუსეთისთვის „პირდაპირ საფრთხეს“ წარმოადგენს

ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინისკენ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Fox News-ის ჟურნალისტთან კრის ვოლესთან ინტერვიუში, 16 ივლისს ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება კრემლს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პუტინმა უპასუხა, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ, მისი დამოკიდებულება „უკიდურესად უარყოფითი“ იქნება.

პუტინის განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო MAP-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button