ახალი ამბები

გეგმიური წვრთნის დროს ქართველი კაპრალი დაიღუპა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი, კაპრალი მირზა ჩაჩუა დაიღუპა.

სამინისტროს განცხადებით, ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ, იგი შეუძლოდ გახდა და ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ მირზა ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button