skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება „საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს“

„სირიის რეჟიმის“ გადაწყვეტილება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ „არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს ქარტიითა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით დადგენილ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, – ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განცხადებაში.

„ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი განაგრძობს „აქტიურ მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button