მთავარი / ახალი ამბები / ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის სიახლოვეს დაკავებული თამაზ ილურიძე თავისუფალია. იგი თბილისის მიერ კონრტოლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის FSB-ის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალებმა 178 ადამიანი დააკავეს, მათგან 126 პირი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხოლო 52 – აფხაზეთის.

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.