skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
 
ლარმა, 27 ოქტომბერს აშშ დოლართან მიმართებაში 2.5496 შეადგინა; სამი დღის წინ ის ასევე მკვეთრად დაეცა 2.4894-დან 2.5206-მდე. 

ლარი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა ევროსთან მიმართებაში და 3.0111 შეადგინა.  სამი დღის წინ ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 2. 9240 იყო.    

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება.

მსგავსი/Related

Back to top button