skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს

ქართულმა ეროვნულმა  ვალუტამ, ლარმა, 25 ოქტომბერს აშშ დოლართან მიმართებაში 2.5206, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.9635 შეადგინა.

ერთი დღით ადრე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.4894, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.9240 იყო.     

იმავდროულად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 25 ოქტომბერს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7%-ზე ტოვებს.  

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება.

მსგავსი/Related

Back to top button