skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი: საერთო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო „ბევრი ხარვეზი“

21 ოქტომბრის ადგოლობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, „საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოკლე განცხადებაში, რომელიც 22 ოქტომბერს გავრცელდა. 

„ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ „არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა  გამოიხატოს“.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მეორე ტურიც „მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება“.

მსგავსი/Related

Back to top button