skip to content
ახალი ამბები

წინასწარი შედეგები: ექვს ოლქში მერის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა ექვს ოლქში მერის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება.

ქართულმა ოცნებამ პირველ ტურშივე გამარჯვება ყველგან მოიპოვა, გარდა ხუთი მუნიციპალიტეტისა – ბორჯომი, ყაზბეგი, ხაშური, მარტვილი და ოზურგეთი.

მმართველი პარტია ასევე ლიდერობს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, თუმცა ქუთაისში მას საკმარისი ხმები არ აქვს და შესაბამისად მეორე ტურში მოუწევს მონაწილეობა. 

ექვსიდან ორ ოლქში, სადაც სავარაუდოდ მეორე ტურები გაიმართება, ქართული ოცნების კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებს დაუპირისპირდებიან.

ქუთაისსა და მარტვილში, მმართველი პარტიის კანდიდატები – გიორგი ჭიღვარია (48.75%) და ალექსანდრე გრიგალავა (49.76%) ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძეს და (26.89%) და მამუკა დანელია დაუპირისპირდებიან (35.81%).

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი ლიდერობს ხმების 41.64%-ით; შემდეგ მოდის დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე, რომელმაც ხმების 18.68% მიიღო.

მეორე ტური ასევე გაიმართება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების კანდიდატს, ალექსანდრე ზაგაშვილს, რომელმაც ხმების 44.62% მიიღო, და დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს კანდიდატს სანდრო ყამარაულს შორის; ამ უკანასკნელმა ხმების 26.85% მიიღო.

ბორჯომში ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ხმების 40.54%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმების 40.23% მიიღო. კანდიდატებს შორის მცირე ზღვარია ასევე ოზურგეთში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმების 43.38%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 41.76% მიიღო.  

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტურები 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს, არჩევნების პირველი ტურის დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

მსგავსი/Related

Back to top button