Placeholder canvas
ახალი ამბები

ცესკო: 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 15 საათისთვის საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 1 026 430-ია, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 29.84%-ს შეადგენს.

15 საათისთვის, რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნების გახსნიდან შვიდი საათის განმავლობაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 46.2% მივიდა. შემდეგ მოდის გურია – 40.5%, სამცხე-ჯავახეთი – 36%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 31.9%, იმერეთი – 31.3 %, კახეთი – 30.5 %, მცხეთა-მთიანეთში – 29.8%, აჭარა – 29.2% და ქვემო ქართლი 27.1%.

15 საათისთვის, აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 25.4 % მივიდა.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 27.7%-ია. თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 31.2% მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია, სადაც ხმა ამომრჩეველთა 24.6 %-მა მისცა.

მსგავსი/Related

Back to top button