ახალი ამბები

ცესკო: 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 6.74% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 231 736-ია, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 6.74%-ს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა 10 საათისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნების გახსნიდან ორი საათის განმავლობაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 11.2% მივიდა. შემდეგ მოდის გურია – 9%, სამცხე-ჯავახეთი -7.8% , სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7.2%, მცხეთა-მთიანეთი – 7.1%, იმერეთი 7%, კახეთი – 6.9%, აჭარა – 6.5% და ქვემო ქართლი 6.2%.

აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10 საათისთვის შიდა ქართლში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 5.8% მივიდა.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 6.3%-ია. თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა ნაძალადევის ოლქში – 6.8%, ყველაზე დაბალი კი ვაკეში – 5.7% დაფიქსირდა.

მსგავსი/Related

Back to top button